კვლევის მიზნები და ამოცანები

კვლევის ძირითადი მიზანია ისტორიული, საარქივო, ლიტერატურული წყაროების და საველე ეთნოგრაფიული მასალების შესწავლის საფუძველზე განხორციელდეს თრუსოს ხეობის მოსახლეობის ეთნო-კულტურული და პოლიტიკური ისტორიის კომპლექსური კვლევა და მომზადდეს მონოგრაფია.

კვლევა განხორციელდება სამ ძირითად ეტაპად:

პირველი ეტაპი – წერილობითი დოკუმენტების შეგროვება და დამუშავება

მეორე ეტაპი – საველე მონაცემების შეგროვება, დამუშავება და იდენტიფიცირება

მესამე ეტაპი – კვლევის შედეგების გავრცელება.